მედია - უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის მიერ ქვეყნის დატოვების ფაქტზე სამსახურებრივი გამოძიება დაიწყო

ოდესაში რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის დირექტორის მიხეილ სააკაშვილიმიერ უკრაინის სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტზე სამსახურეობრივი გამოძიება დაიწყო, - ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული გამოცემა Цензор.НЕТ-ის მთავარი რედაქტორი, იური ბუტუსოვი ავრცელებს.

"1-ელ ოქტომბერს საქართველოში ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დააკავეს, რომელზეც სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით ძებნა იყო გამოცხადებული და აღიძრა ახალი საქმე – საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე”, – წერს ბუტუსოვი.

მისივე თქმით, სააკაშვილმა საზღვარი არალეგალურად გადაკვეთა. გავრცელებული ინფორმაციით, მან საზღვრის გადაკვეთა, შესაძლებელია, საზღვაო ბორნით შეძლო.

ბუტუსოვი აღნიშნავს, რომ უკრაინიდან სააკაშვილის გასვლის ფაქტზე უკრაინის საზღვრის დაცვის სამსახურმა სამსახურეობრივი გამოძიება დაიწყო, რადგან სააკაშვილის უკრაინიდან გასვლა, ბაზაში არ ფიქსირდება.

ამასთან, Цензор.НЕТ-ის მთავარი რედაქტორი წერს, რომ ან ამის გამო, ან სხვა მიზეზით, უკრაინის საზღვრის დაცვის სამსახურის ოდესის დეპარტამენტის უფროსს უფლებამოსილება დროებით შეუწყვიტეს.

"უკრაინის ხელისუფლებას მოუწევს, წარუდგინოს ახსნა-განმარტება საქართველს მთავრობას, თუ როგორ მოხვდა სააკაშვილი საქართველოში ისე, რომ ის უკრაინელმა მესაზღვრეებმა ვერ შენიშნეს", - წერს ბუტუსოვი.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო