ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ეროვნული გვარდიის ოცეულების უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი გაიმართება

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-7 როტაციის ნაკრებმა ოცეულმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელი მისია (EUTM RCA) დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა უფლებამოსილება მე-8 როტაციით ჩასულ ნაკრებ ოცეულს გადააბარეს და საერთაშორისო მისიის წარმატებით განხორციელება უსურვეს.

მათი ცნობითვე, ღონისძიება ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ ბანგიში „მპოკოს“ ბაზაზე მოანას კემპზე გაიმართა.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ქართველ მშვიდობისმყოფელებს ევროკავშირის სამხედრო-საწვრთნელი მისიის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა ლანგლადე დე მონტგროს ჯესქესმა მისიის მაღალ დონეზე განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა და მათ პროფესიონალიზმზე გაამახვილა ყურადღება, ახალ ოცეულს კი, მისიის წარმატებით შესრულება უსურვა.

„ეროვნული გვარდიის მე-7 როტაციის ნაკრები ოცეული, კაპიტან გიორგი გულიაშვილის მეთაურობით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამხედრო-საწვრთნელ მისიას (EUTM RCA) ექვსი თვის განმავლობაში ასრულებდა. ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარი ამოცანა ბაზის უსაფრთხოება, მოტორიზებული პატრული, კონვოირება და გაცილება იყო. ქართული ოცეული სამშობლოში უახლოეს მომავალში დაბრუნდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს