რუსეთის დუმის დეპუტატი - მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა დესტაბილიზაციის ხანგრძლივ ფაქტორად გადაიქცეს

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის წევრი ელენა პანინა მიხეილ სააკაშვილის დაკავების ფონზე საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ ყოფილ პრეზიდენტს შეუძლია „დესტაბილიზაციის ხანგრძლივ ფაქტორად“ გადაიქცეს ქვეყანაში და აშშ მას ზეწოლისთვის გამოიყენებს.

ამის შესახებ პანინამ „რია ნოვოსტის“ განუცხადა.

„ბოლო ორი დღის მოვლენები ადასტურებს, რომ სააკაშვილს აღარ აღიქვამენ მსხვილ პოლიტიკურ ლიდერად არც საქართველოში და არც დასავლეთში. მას არავითარი პოლიტიკური პერსპექტივები არ გააჩნია ისტორიულ სამშობლოში. ამასთან ერთად, ის ჩამოწერილია ამერიკის და დასავლეთის მიერ. საქართველოში ციხეში მყოფი ის გადაიქცევა დესტაბილიზაციის ხანგრძლივ ფაქტორად. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ აშშ დროთა განმავლობაში სააკაშვილის საქმეს გამოიყენებს ზეწოლის ინსტრუმენტად საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებაზე, რათა აიძულოს ის ვაშინგტონისადმი კიდევ უფრო მეტად ლოიალობა“ , - განაცხადა რუსმა დეპუტატმა.

მისივე განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური პირების, კერძოდ, საქართველოში ამერიკის ელჩის განცხადება სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით, ჯერჯერობით ფრთხილია.

მისი თქმით, სააკაშვილის იმედები, რომ გავლენა მოახდინოს საქართველოში პოლიტიკურ ვითარებაზე არ გამართლდა.

„ქართულ პოლიტიკაში ძალთა გადანაწილება არ შეცვლილა, ემოციური გამოძახილი მის დაკავებაზე არის ნულოვანი“, - განაცხადა ელენა პანინამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს