ბელარუსი ევროკავშირთან რეადმისიის შეთანხმებიდან გადის

ბელარუსმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ევროკავშირთან რეადმისიის შეთანხმების მოქმედება წყდება. ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ბელარუსის რედაქცია იუწყება.

ბელარუსის წარმომადგენლობითმა პალატამ დოკუმენტი პირველი მოსმენით მიიღო, რის შემდეგაც, გადაწყვეტილება რესპუბლიკის საბჭომ დაამტკიცა.

პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტს 8 სექტემბერს წარუდგინა. მის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ქვეყანა ასე იქცევა ბელარუსისადმი ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების არამეგობრული დამოკიდებულების გამო.

შეთანხმებას ბელარუსსა და ევროკავშირს შორის ხელი მოეწერა 2020 წლის იანვარში, რომელიც განსაზღვრავს პირების გადაცემის, მიღებისა და დაბრუნების მექანიზმს, რომლებმაც დაარღვიეს შესვლის ან ყოფნის პირობები და ექვემდებარებიან დეპორტაციას.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს