ევროპის მედიკამენტების სააგენტომ ძლიერ დაქვეითებული იმუნური სისტემის მქონე პაციენტებისთვის "ბუსტერ" დოზა დაამტკიცა

ევროკავშირის მედიკამენტების სააგენტომ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის BioNTech / Pfizer- ის და Moderna-ს „ბუსტერ“ დოზის გამოყენებასთან დაკავშირებით მათთვის, ვისაც ძლიერ დაქვეითებული იმუნური სისტემა აქვს.

„მათ ვაქცინის გაკეთება შეეძლებათ მეორე დოზის მიღებიდან 28 დღის შემდეგ“, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელიც სააგენტოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

რეკომენდაცია გამოჩნდა მას შემდეგ, რაც კვლევებმა აჩვენა, რომ ამ ვაქცინების დამატებითი დოზა ზრდის ანტისხეულების გამომუშავებას ვირუსის საწინააღმდეგოდ იმ პაციენტებში, ვისაც ორგანოების ტრანსპლანტაცია აქვთ სუსტი იმუნური სისტემით.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულება, რომ ამ პაციენტებში გამომუშავებული ანტისხეულები კოვიდ-19-სგან იცავს, მაგრამ მოსალოდნელია, რომ დამატებითი დოზა ზრდის დაცულობას ზოგიერთ პაციენტებში. „მედიკამენტების სააგენტო გააგრძელებს დაკვირვებას ნებისმიერ მონაცემებზე, რომელიც მის ეფექტურობას უკავშირდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა