აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყონ ბატონი სააკაშვილისადმი სამართლიანი მოპყრობა

მოვლენებს ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ბატონი სააკაშვილისადმი სამართლიანი მოპყრობა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ინფორმირებული ვართ მიხელი სააკაშვილის დაკავების შესახებ. მოვლენებს ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ბატონი სააკაშვილისადმი სამართლიანი მოპყრობა საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს მიერ აღებული ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად”, – განაცხადა ნედ პრაისმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სამართალდამცავებმა თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

იხილეთ ვიდეო:აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილს სამართლიანად მოეპყრონ

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი