იაპონიის პრემიერ-მინისტრმა საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბრისთვის დანიშნა

იაპონიის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბრისთვის დანიშნა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, პრეიმერმა პირობა დადო, რომ გააძლიერებს რეაგირებას კორონავირუსის პანდემიის მიმართ.

„მინდა დაგარწმუნოთ, რომ განვახორციელებთ კორონავირუსის საწინააღმდეგო ფართომასშტაბიან, გაბედულ ზომებს და ეკონომიკურ პოლიტიკას. ამის გასაკეთებლად საჭიროა, ვკითხოთ ხალხს, მენდობიან თუ არა მე, კიშიდას, ამ პოლიტიკის განხორციელებაში",-აღნიშნა ფუმიო კიშიდამ, რომელმაც პრემიერის რანგში პირველ პრესკონფერენცია გამართა.

ახალი პრემიერის გადაწყვეტილება, არჩევნების 31 ოქტომბერს დანიშვნის შესახებ, სიურპრიზი აღმოჩნდა ანალიტიკოსებისთვის, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ნოემბერში ელოდნენ. მათი განცხადებით, როგორც ჩანს, ფუმიო კიშიდას, იმ რისკების გათვალისწინებით, რასაც პანდემია ქვეყანას უქმნის, დროის დაკარგვა არ სურს.

იაპონიის პარლამენტმა ფუმიო კიშიდა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ოფიციალურად გუშინ დაამტკიცა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო