ე.წ. Pandora Papers-ის დოკუმენტებში ნახსენები ლიდერები, მათ შორის ვლადიმერ პუტინი და ილჰამ ალიევი ოფშორებში დამალული აქტივების შესახებ ინფორმაციას უარყოფენ

გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმის მიერ გამოქვეყნებულ ე.წ. Pandora Papers-ის დოკუმენტებში ნახსენები ლიდერები ოფშორებში დამალული აქტივების შესახებ ინფორმაციას უარყოფენ. კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და მის ახლო წრეს ოფშორებში დამალული აქტივები აქვთ, სიმართლეს არ შეესაბამება.

„ამ დროისათვის უცნობია, რა არის ეს ინფორმაცია და რას შეეხება ის. ვლადიმერ პუტინსა და მის ახლო წრეს გადამალული ქონება არ აქვთ“ - განაცხადა მან.

ოფშორებში დამალული აქტივების ფლობის შესახებ ინფორმაციას უარყოფს ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბაშიც, რომლის მიხედვითაც ის საიდუმლოდ 16 მილიონ დოლარს ფლობს. ე.წ. Pandora Papers-ში ნახსენებია აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევიც. დოკუმენტების მიხედვით ის და მისი ოჯახი საიდუმლოდ 500 მილიონ აშშ დოლარის ქონებას ფლობენ. ამ ინფორმაციას აზერბაიჯანის ხელისუფლება უარყოფს.

საერთო ჯამში, Pandora Papers-ის გაჟონილ დოკუმენტებში საუბარია 90-ზე მეტი ქვეყნისა და ტერიტორიული ერთეულის 300-ზე მეტ პოლიტიკოსსა და საჯარო მოხელეზე. ის მოიცავს 11.9 მილიონზე მეტ კონფიდენციალურ ფაილს.

იხილეთ ვიდეო:ე.წ. Pandora Papers-ის დოკმენტებში ნახსენები ლიდერები ოფშორებში დამალული აქტივების შესახებ ინფორმაციას უარყოფენ

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო