ირაკლი კობახიძე - ადგილობრივმა არჩევნებმა აჩვენა, რომ ის 6-თვიანი საბოტაჟი, რომელიც ქვეყანას რადიკალურმა ოპოზიციამ და მისი წამხედურობით რამდენიმე პარტიამ გამოუცხადა, ყოველგვარ საფუძველს იყო მოკლებული

2 ოქტომბრის არჩევნებით „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ უფრო მეტად გაიმყარა მანდატი - არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 47% მივიღეთ ანუ ის შედეგი გავიმეორეთ, რაც წინა საპარლამენტო არჩევნებში გვქონდა, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

კობახიძის თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებით დადასტურდა, რომ წინა არჩევნები ჩატარდა სუფთად და გაყალბებაზე საუბრის არავითარი საფუძველი არ არსებობდა.

“საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მინდა მივულოცო ის გამარჯვება, რომელიც ჩვენ 2 ოქტომბერს ვიზეიმეთ. ეს მხოლოდ “ქართული ოცნების“ გამარჯვება არ იყო. მართალია როგორც პარტიას ჩვენ გვერგო არჩევნებში გამარჯვება, მაგრამ ეს საქართველოს თითოეული მოქალაქის საერთო გამარჯვება იყო.

საქართველოში გაიმარჯვა დემოკრატიამ, ქვეყნის განვითარებამ, მშვიდობამ და სტაბილურობამ, რაც თითოეული მოქალაქის გამარჯვებაა.

ადგილობრივმა არჩევნებმა აჩვენა, რომ ქართული საზოგადოება ჭეშმარიტად ევროპული საზოგადოებაა, რომელსაც თავისი პრინციპები და ღირებულებები აქვს და წარსულში დაბრუნება არ სურს. საზოგადოებამ უარი უთხრა სიცრუეს.

“ქართულმა ოცნებამ“ საერთო ეროვნულ არჩევნებში ზედიზედ მერვედ გაიმარჯვა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ “ქართულ ოცნებას საზოგადოების მყარი პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს.

ადგილობრივმა არჩევნებმა აჩვენა, რომ ის 6-თვიანი საბოტაჟი, რომელიც ქვეყანას რადიკალურმა ოპოზიციამ და მისი წამხედურობით რამდენიმე პარტიამ გამოუცხადა, ყოველგვარ საფუძველს იყო მოკლებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა