სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში ჯუანშერ ბურჭულაძე აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე აზერბაიჯანელ და თურქ კოლეგებს კახეთში, წინანდალში მასპინძლობს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივი მინისტერიალი დღეს ოფიციალურად გაიხსნა.

„პირველი ორმხრივი შეხვედრა თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან გამართა. აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრთან, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვთან საუბრისას, განსაკუთრებული ადგილი დაეთმო რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის საკითხებს, ასევე ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებებს. საუბარი შეეხო საქართველოში ჩატარებულ მრავალეროვნულ ერთობლივ სამხედრო წვრთნებში აზერბაიჯანელი სამხედროების მონაწილეობას და ამ კუთხით სამომავლო თანამშრომლობის გეგმებს. ასევე, აღინიშნა საჩხერის სამთო მომზადების სკოლის კურსებში აზერბაიჯანელი სამხედროების მონაწილეობა. ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის ინტენსივობის შენარჩუნება მნიშვნელოვანია, რადგან ხელს უწყობს სამხედროებს შორის პოზიტიური კავშირების ჩამოყალიბებას და ურთიერთთავსებადობის ზრდას.

შეხვედრის დასასრულს, ჯუანშერ ბურჭულაძემ და გენერალ-პოლკოვნიკმა ზაქირ ჰასანოვმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს