რუსეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

რუსეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 895 ადამიანი გარდაიცვალა, რაც ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის პანდემიის დაწყების დროიდან.

ამასთან, ქვეყანაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 25 110 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

რუსეთში ჯამში, ინფიცირების 7 637 427 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან ვირუსს 211 696 ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელდა 6 759 059 პაციენტი, აქედან 18 568- ბოლო 24 საათში. პლატფორმა worldometer-ზე გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, კოვიდინფიცირებული პაციენტების რაოდენობის მიხედვით, რუსეთი მსოფლიოში მე-5 ადგილზეა აშშ-ის, ინდოეთის, ბრაზილიისა და გაერთიანებული სამეფოს შემდეგ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა