ირაკლი კობახიძე - სააკაშვილი სამარცხვინო, პათოლოგიური ადამიანია, რომელსაც უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი - როცა ასეთი ადამიანი და მისი პარტია იღებს საქართველოში თითქმის ყოველ მესამე ხმას, ეს არის უბედურება

სააკაშვილი არის სამარცხვინო, პათოლოგიური ადამიანი, რომელსაც ქვეყნის წინაშე აქვს ჩადენილი უამრავი დანაშაული - როცა ასეთი ადამიანი და მისი პარტია იღებს საქართველოში თითქმის ყოველ მესამე ხმას, ესეც არის რაღაც უბედურება,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილის პოლიტიკურ დევნაზე საუბარი "სპეკულაციაზე უფრო მეტია".

"მიხეილ სააკაშვილის დანაშაულები ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, შეგვიძლია ჩამოვთვალოთ, ეს არის: ადამიანების წამება, არაადამიანური მოპყრობა, გაუპატიურება ციხეებში და ციხეებს გარეთ, ეს არის დადასტურებული ფაქტი და ეს არის მისი რეჟიმის მთავარი დანაშაული; ბიზნესის ტოტალური რეკეტი - ესეც მისი რეჟიმის ერთ- ერთი მთავარი დანაშაული; რუსეთისთვის ქვეყნის ტერიტორიების 20%- ის ჩაბარება - ეს არის დადასტურებული, ესენია დანაშაულები, რაც სააკაშვილს და მის რეჟიმს აქვს ჩადენილი, ამის იქით ლაპარაკი ვიღაცის პოლიტიკურ დევნაზე არის სპეკულაციაზე ბევრად უფრო მეტი. ის არის სამარცხვინო, პათოლოგიური ადამიანი, რომელსაც ქვეყნის წინაშე აქვს ჩადენილი უამრავი დანაშაული და რომელსაც ათიათასობით ადამიანი გააუბედურა. მარტო ათი ათას ადამიანს მისი რეჟიმის პირობებში სახელმწიფოსთვის აქვს ნაჩუქარი საკუთარი უძრავი ქონება. 2012 წლის შემდეგ ნული ასეთი ფაქტი არსებობს", - განაცხადა კობახიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა