იაგო ხვიჩია „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ - გილოცავთ ქართველ ხალხზე ამ ბრწყინვალე გამარჯვებას

ჩემი აზრით, ქართველი ხალხი იმსახურებს, რომ კიდევ სამი წლის განმავლობაში, „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ სახით ეს გენიალური დუეტი ჰყავდეს - გილოცავთ ქართველ ხალხზე ამ ბრწყინვალე გამარჯვებას, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკურ ჯგუფ “გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ გააკეთა.

როგორც ხვიჩიამ განაცხადა, “ქართული ოცნებისა“ და “ნაციონალური მოძრაობის“ ერთობლივმა ტრიუკმა ამჯერადაც იმუშავა და “ქართულ ოცნებას“ არჩევნები მერვედ მოაგებინა.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში თქვენ ჩამოიყვანეთ, საქართველოს მოსახლეობას თვალწინ აუფრიალეთ და ამით არჩევნები თქვენ და “ნაციონალურმა მოძრაობამ“ ურთიერთშეთანხმებით წაიღეთ.

ახლა მიხეილ სააკაშვილი ციხეში ცოტა ხნით ზის და შემდეგ უკრაინაში ან სხვაგან დაადეპორტებთ. ამ ტრიუკმა ამჯერად იმუშავა და მინდა მოგილოცოთ, მაგრამ მოგცემთ რჩევას, რომ ამ ტრიუკის გამოყენება უკვე სარისკოა. მომავალში მიხეილ სააკაშვილს თავი დაანებეთ - კაცმა არ იცის მომავალში დაგიჯერებენ თუ არა, რომ თქვენ მიხეილ სააკაშვილი და “ნაციონალური მოძრაობა“ გებრძვით. დროა, იფიქროთ თქვენს 2012 წლის დაპირებაზე, რომ “ნაციონალური მოძრაობა“ აქტუალური პოლიტიკური ძალა არ იქნებოდა“, - მიმართა “ქართული ოცნების“ წევრებს იაგო ხვიჩიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა