კახა კახიშვილი სააკაშვილზე - დღეს შიმშილობა პიროვნების ნების გამოხატულებაა, როცა წლების განმავლობაში ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო, რადგან ციხეში საჭმელი ისედაც არ იყო და ყველა შიმშილობდა

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა კახა კახიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წინა ხელისუფლების დროს არსებული ვითარება დღევანდელს შეადარა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ დამსახურებაა, რომ „მიხეილ სააკაშვილი კარგ პირობებშია“.

ამასთან, როგორც კახიშვილმა სააკაშვილის შიმშილობასთან დაკავშირებით განაცხადა, მისი პრეზიდენტობის დროს ციხეებში საჭმელი არ იყო და „ყველა პატიმარი ისედაც შიმშილობდა“.

„ნამდვილად არ მიხარია ციხეში არავის ჯდომა, მითუმეტეს ამ სისტემის მინისტრი ვიყავი. მაგრამ მინდა, სხვაობა ნახოთ, როდესაც ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების პოლიტიკური თანამდებობის პირები დაიჭირეს - სულხან მოლაშვილი, მირცხულავა და ა.შ., სად იჯდნენ, რა პირობებში, ჰქონდათ თუ არა მხარდამჭერებს მათთან შესვლის საშუალება და რას ფიქრობდა მათი ოჯახი - იმაზე კი არ ფიქრობდა, რა სასამართლო განიხილავს, რამდენ ბრალს დაუტოვებენ, იმაზე ფიქრობდნენ, იქიდან ცოცხლები გამოვლენ, თუ - არა; შეგნებულად ჩასვამენ ტუბერკულოზით დაავადებულ ადამიანებთან, თუ - არა. როდესაც საუბრობენ შიმშილობის გამოცხადებაზე, კარგია, რომ დღეს შიმშილობის გამოცხადება პიროვნების ნების გამოხატულებაა, როდესაც წლების განმავლობაში ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო, რადგან ციხეში საჭმელი ისედაც არ იყო და ყველა შიმშილობდა. როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი კარგ პირობებშია, ეს მისმა კოლეგებმა განაცხადეს, ეს ჩვენი დამსახურებაა. როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ სისტემის თანამშრომლები კარგად ექცევიან, პოლიციამ თავაზიანად მიიყვანა იქ, სადაც უნდა მიეყვანა, ესეც სისტემის დამსახურებაა, იმიტომ, რომ ზიზღზე აგებული თანამშრომლები არ გაუშვეს დასაკავებლად. დაკავება მოხდა არა ღირსების შელახვის საფუძველზე. გვახსოვს ჩვენ ღირსებაშემლახველი დაკავებები, როდესაც ქალბატონებს ღამის პერანგებში ათრევდნენ, თითქოს მის მეუღლეს, თუ დასაჭერი იყო, ისე ვერ დაიჭერდნენ.

დღეს, როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, კიდევ რა გავაკეთეთ სხვა სიკეთეებთან ერთად, უპირობო შეკრებითობის პრინციპი საერთოდ მოვხსენით. ამიტომაა, რომ დღეს 6-7 წელია სასჯელი და არა 15, 25 და 48. მახსოვს საქმე, როდესაც სარდაფიდან 5 ქილა კომპოტი მოიპარეს და ცალ-ცალკე მიუსაჯეს, შეუკრიბეს და 24 წელი მისცეს. კი, ნამდვილადაა ხარვეზები. იმაზე უნდა დავფიქრდეთ, რატომ ხდება, რომ კიდევ ამ რაოდენობის მხარდამჭერები ჰყავთ, მაგრამ რაღაც დავაკელით, რაღაც ვერ გავაკეთეთ. შეიძლება საარჩევნო პროცესშიც ხარვეზებია, ამას მივხედოთ. მაგრამ, როდესაც შედარებაზეა საუბარი და ამბობენ - რა გააკეთეთ, ცოტა უხერხულია. ჩვენც ვიცით, რომ კიდევ ბევრია გასაკეთებელი“,- განაცხადა კახა კახიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა