ვლადიმირ ზელენსკის პარტიამ პარლამენტის სპიკერს უფლებამოსილება დროებით შეუჩერა

უკრაინის მმართველმა პარტიამ, „ხალხის მსახურმა“, პარლამენტის სპიკერ დმიტრო რაზუმკოვს უფლებამოსილება დროებით შეუჩერა.

უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის პარტიის წევრების გადაწყვეტილებით, რომლებიც პარლამენტში უმრავლესობას წარმოადგენენ, დმიტრო რაზუმკოვს უფლებამოსილება ორი დღით შეუწყდება, ხუთშაბათს კი დეპუტატები მისი გადაყენების საკითხს უყრიან კენჭს.

დმიტრო რაზუმკოვი ვლადიმერ ზელენსკის მიერ ინიცირებული კანონმდებლობის სწრაფად მიღების წინააღმდეგი იყო, რომელიც პოლიტიკასა და ბიზნესზე ოლიგარქების გავლენის შემცირებას ისახავს მიზნად. მას სურდა კანონი, მიღებამდე, ვენეციის კომისიაში გადაეგზავნათ.

პარტია „ხალხის მსახურის“ ლიდერმა ალექსანდრ კორნიენკომ პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტის დღის წესრიგის უკანონოდ დაბლოკვაში დაადანაშაულა.

შეგახსენებთ, უკრაინის პარლამენტმა ოლიგარქების შესახებ კანონი სექტემბერში მიიღო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა