ირანი აზერბაიჯანის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცეს ხურავს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია Al Arabiya ავრცელებს.
მისივე ცნობით, ირანი თავის საჰაერო სივრცეს კეტავს აზერბაიჯანის სამხედრო თვითმფრინავებისთვის.
მედიასაშუალების ინფორმაციით, აზერბაიჯანმა, თავის მხრივ, ბაქოში ირანის სულიერი ლიდერის წარმომადგენლობის დახურვის შესახებ განაცხადა.
ბაქომ ასევე დახურა ალი-აქბარ ოჯაგნეჯადის ოფისი და მეჩეთი.
ირანსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა ბოლო ერთი კვირაა დაძაბულია. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ირანი გააკრიტიკა იმის გამო, რომ მან თავისი ქვეყნის საზღვართან სამხედრო წვრთნები დაიწყო.
საპასუხოდ ირანმა განაცხადა, რომ წვრთნების გამართვა „სუვერენიტეტის საკითხია“.