კახა ქემოკლიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს, რომ სააკაშვილი გააცილოს ნებიერად უკრაინაში

„ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ სააკაშვილი გააცილოს ნებიერად უკრაინაში, - ამის შესახებ „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა ქემოკლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, ყოფილი პრეზიდენტის საქართველოში დაბრუნების შესახებ ინფორმაცია, სავარაუდოდ, თავად „ქართულ ოცნებაშიც“ ჰქონდათ.

როგორც კახა ქემოკლიძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში შემოსვლის ფაქტმა, იმ ამომრჩევლების ნაწილის მობილიზება მოახდინა, ვინც ეწინააღმდეგებოდა „ქართულ ოცნებას“, თუმცა, ეშინოდა ექსპრეზიდენტის ფაქტორის.

„შემთხვევითობების და მსგავსი დამთხვევების არ მჯერა. ეს იყო ფანტასტიურ დონეზე შესრულებული აქტიური ღონისძიება, ბატონი სააკაშვილის მონაწილეობით, რომელმაც, ფაქტობრივად, კოჭი გაუგორა მხოლოდ და მხოლოდ ორ პარტიას, - „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“. „ხელი ხელს ბანს“ ფორმულა, რომლითაც ისინი ხშირად გადიოდნენ ფონს, არჩევნების წინა დღეს იდეალურად გათამაშდა. ამან შუალედური ელექტორალური სეგმენტი ე.წ. გადაუწყვეტელი, ან რაღაც დოზით ჩვენი პარტიისკენ მომხრობილების მისამართით, შუა გაკრიფა და მათი პოლარიზაცია მოახდინა. ამით ნამდვილად ისარგებლეს „ენმ“-მა და „ქართულმა ოცნებამ“.

„ენმ“-მა იმიტომ, რომ სააკაშვილმა, ფაქტობრივად, საკუთარი თავის აქტუალიზაცია მოახდინა, მისი ფაქტორით ძალიან ბევრი შუაში მყოფი ელექტორალური სეგმენტი, ისევე როგორც ყოფილი მხარდამჭერები, დამობილიზდა. ასევე „ქართული ოცნების“ ე.წ. შუალედური ელექტორატი, რომელიც „ოცნებას“ ხმას აღარ აძლევდა, მაგრამ ეშინოდა მიშას ფაქტორის. მჯერა, რომ როგორც მინიმუმ, რამდენიმე ადამიანმა ეს იცოდა, იმ ადამიანებმა, რომლის სიტყვასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მათ შორის „ქართული ოცნების“ ე.წ. ხელმძღვანელობას, იცოდნენ მისი შემოსვლის შესახებ და ამაში მონაწილეობას იღებდნენ.

ნამდვილად მალე გაუშვებენ. როგორც კი არჩევნების მეორე ტური დასრულდება, იმ წამსვე გააქტიურდებიან ე.წ. საერთშორისო აქტორები, სხვათაშორის „ქართული ოცნების“ დახმარებითაც, რომლებიც ამას აუცილებლად მოითხოვენ. „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ სააკაშვილი გააცილოს ნებიერად უკრაინაში. ამას, რომ გააკეთებს, მანდ დადასტურდება კონსპირაციული სურნელით გაჯერებული თეზისი, რომელიც გავაჟღერე“, - განაცხადა კახა ქემოკლიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა