იენს სტოლტენბერგი საქართველოსა და უკრაინაზე - აშკარაა, რომ ეს არ მოხდება ხვალ, თუმცა ისინი ალიანსის წევრები გახდებიან

რა თქმა უნდა, მხოლოდ ნატო-ს წევრებმა და საქართველომ და უკრაინამ და არა რუსეთმა ან სხვამ, უნდა გადაწყვიტონ როდის არიან მზად ალიანსში გაწევრიანებისთვის, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც ნატო-ს წევრები შეთანხმდებიან, რომ ისინი მზად არიან ალიანსის წევრები გახდნენ, გახდებიან.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ ძალისხმევას, განახორციელონ მოდერნიზაცია, გაატარონ რეფორმები და დააკმაყოფილონ ნატო-ს სტანდარტები. როდესაც 30 მოკავშირე შეთანხმდება, რომ ისინი მზად არიან ალიანსის წევრები გახდნენ, გახდებიან. მე არ შემიძლია გითხრათ, როდის მოხდება ეს. აშკარაა, რომ ეს არ მოხდება ხვალ, თუმცა გახდებიან,“- განაცხადა სტოლტენბერგმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამ საკითხზე აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთანაც ისაუბრა.

„ჩემი გზავნილი ნატო-ს წევრებისთვის და ასევე ის, რაც გუშინ პრეზიდენტ ბაიდენთან განვიხილე, არის ის, რომ ჩვენ უნდა გავაძლიეროთ და მეტი გავაკეთოთ ასპირანტი ქვეყნებისთვის. უნდა უზრუნველვყოთ მეტი მხარდაჭერა, მეტი ტრენინგი, მეტი შესაძლებლობების განვითარება, რეფორმების განხორციელება, კორუფციასთან ბრძოლა და უსაფრთხოების და თავდაცვის ინსტიტუტების მშენებლობა.

იმედი მაქვს, რომ მომავალ სამიტზე ამბიციურ გადაწყვეტილებებს მივიღებთ, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არ ცვლის ქვეყნის სუვერენულ უფლებას თავად განსაზღვროს საკუთარი გზა“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო