ევროპის ხუთი ქვეყანა გაზის ფასის რეკორდული ზრდის მიზეზების გამოძიებას ითხოვს

საფრანგეთი, ესპანეთი, საბერძნეთი, ჩეხეთი და რუმინეთი ევროკავშირს მოუწოდებენ, მიიღოს სასწრაფო ზომები და ევროპაში გაზის ფასების რეკორდულად გაზრდის მიზეზები გამოიძიოს.

მედიის ინფორმაციით, აღნიშნული ხუთი ქვეყნის ფინანსთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც ევროკავშირს სთხოვენ, შეიმუშაოს ინსტრუმენტები იმისთვის, რომ „ფასების დრამატულ ზრდაზე დაუყოვნებლივი რეაგირება“ მოახდინოს.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ აუცილებელია გაზის შესყიდვების კუთხით კოორდინაციის გაზრდა.

ამასთან, დოკუმენტში ქვეყნები ევროკავშირის ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის რეფორმის ინიციატივით გამოდიან, რათა გაუმჯობესდეს კავშირი მომხმარებელთა მიერ გადახდილ ფასსა და ელექტროენერგიის წარმოების საშუალო ღირებულებას შორის.

ევროპაში გაზის ფასი ბოლო დროს მნიშვნელოვნად იზრდება. 5 ოქტომბრის სავაჭრო სესიის დროს ფასმა 1000 კუბურ მეტრზე 1.400 აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა