რუსეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 929 ადამიანი გარდაიცვალა, რაც ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის პანდემიის დაწყების დროიდან.
ამასთან, ქვეყანაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 25 133 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
რუსეთში ჯამში, ინფიცირების 7 662 560 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან ვირუსს 212 625 ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელდა 6.7 მილიონზე მეტი პაციენტი, აქედან 19 841 - ბოლო 24 საათში.
პლატფორმა worldometer-ზე გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, კოვიდინფიცირებული პაციენტების რაოდენობის მიხედვით, რუსეთი მსოფლიოში მე-5 ადგილზეა აშშ-ის, ინდოეთის, ბრაზილიისა და გაერთიანებული სამეფოს შემდეგ.