აშშ-ში რუსეთის საელჩო - აშშ-ის ბრალდებები ე.წ. „ნავალნის საქმესთან“ დაკავშირებით, უსაფუძვლოა

ე.წ. ნავალნის საქმეს პირველივე საათებიდან თან ახლავს აგრესიული, პროპაგანდისტული კამპანია, რომელსაც ახორციელებს დასავლური და მათთან აფილირებული რუსული მედიასაშუალებები და რომლის ცენტრალური თეზისი გახდა დაუდასტურებელი ბრალდება ბლოგერის „მოწამვლის“ შესახებ, - ამის შესახებ აშშ-ში რუსეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რითაც ის აშშ-სა და კიდევ 44 ქვეყნის მიერ რუსეთისთვის ალექსეი ნავალნის საქმესთან დაკავშირებით წარდგენილ შეკითხვებს ეხმიანება.

რუსეთის საელჩო ირწმუნება, რომ ქვეყანა ქიმიური იარაღის კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებების ერთგულია.

„ჩვენმა ქვეყანამ აღმოფხვრა ქიმიური ომის აგენტების ყველა მარაგი, რაც ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამ დოკუმენტურად დააფიქსირა,“ - აცხადებენ საელჩოში.

შეკითხვები რუსეთს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაში გადასცეს და რუსეთს 2020 წლის 20 აგვისტოს ალექსეი ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით განმარტება მოსთხოვეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა