გიგი წერეთელი - საქართველო ვერასდროს წავა წინ, თუ აქ არ იქნება დემოკრატიის სხვა ხარისხი

ეს არის ნათელი დასტური იმისა, რომ ქვეყნის ასე მართვა არ შეიძლება, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი ევროპარლამენტარების მიმართ „ქართულ ოცნების“ პირველი პირების გაკეთებულ განცხადებებს.

„ერთია ფაქტი, როცა სააკაშვილი დააკავეს, რაც ყველასთვის მიუღებელია და მეორე, როცა ნათლად ხდება მისი პოლიტპატიმრობის ლუსტრაცია და აღიარება, რომელიც ხელისუფლების პირველი პირებიდან წამოვიდა. ჩვენ მოვისმინეთ, რომ თუ კარგად არ მოიქცევა კიდევ დაუმატებენ მუხლებს. იმ შემთხვევაში კი, თუ პოლიტიკურად აქტიური არ იქნებოდა, საერთოდ არც დაიჭერდნენ. ეს არის ნათელი დასტური იმისა, რომ ქვეყნის ასე მართვა არ შეიძლება. საქართველო ვერასდროს ვერ წავა წინ თუ აქ არ იქნება დემოკრატიის სხვა ხარისხი“, - განაცხადა წერეთელმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა