კონსტანტინ კოსაჩევი ამერიკელ სენატორებს პასუხობს, რომლებიც ჯო ბაიდენს აშშ-დან 300 რუსი დიპლომატის გაძევებისკენ მოუწოდებენ

აშშ-ში მყოფი რუსი დიპლომატებისა და რუსეთში მყოფი ამერიკელი დიპლომატების პროპორციის განიხილვა ნაცვალგების პრინციპებზე დაყრდნობით ხორციელდება, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს ვიცე-სპიკერმა კონსტანტინ კოსაჩევმა განაცხადა, რითაც ის გამოეხმაურა ამერიკელ სენატორებს, რომლებმაც აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს წერილი გაუგზავნეს და 300 რუსი დიპლომატის ქვეყნიდან გაძევებისკენ მოუწოდეს.

”რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ არაერთხელ დაასახელა სტატისტიკა, რომელიც გამჭვირვალეა და ეჭვი არ მეპარება, რომ ორმხრივ დონეზე პროპორცია ზუსტად და ნაცვალგების პრინციპებზე დაყრდნობითაა დაცული. აშშ -ის მიწაზე დიპლომატიური პასპორტის მქონე რუსების საერთო რაოდენობის მითითება აბსურდი და უმეცრებაა, რადგან ეს ასევე ეხება გაეროში მისიის თანამშრომლებს", - განაცხადა რუსმა კანონმდებელმა.

„რესპუბლიკელმა“ და „დემოკრატმა“ სენატორებმა ჯო ბაიდენს წერილი გაუგზავნეს და 300 რუსი დიპლომატის ქვეყნიდან გაძევებისკენ მოუწოდეს იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი ამერიკელი დიპლომატებისთვის ვიზების გაცემაზე კვლავ უარს იტყვის.

ინიციატივა სენატის საგარეო ურთიერთობებისა და დაზვერვის კომიტეტების ხელმძღვანელებს ეკუთვნის, კერძოდ, „დემოკრატ“ ბობ მენენდეზსა და მარკ უარნერს, ასევე „რესპუბლიკელ“ ჯიმ რიშსა და მარკო რუბიოს.

მიმდინარე წლის აგვისტოში მოსკოვმა აშშ-ს საელჩოს აუკრძალა რუსეთისა და მესამე ქვეყნების მოქალაქეების თანამშრომლებად აყვანა, დაცვის სამსახურის თანამშრომლების გარდა. შესაბამისად, ამერიკის საელჩოს მისიას მოსკოვში 182 თანამშრომლისა და ათობით კონტრაქტორის გათავისუფლება მოუწია. სენატორების განმარტებით, ეს იმას ნიშნავს, რომ მოსკოვში ახლა მხოლოდ ასამდე ამერიკელი დიპლომატია, ვაშინგტონში კი 400-მდე რუსი დიპლომატი მუშაობს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს