რომის პაპი აცხადებს, რომ სასულიერო პირების მხრიდან ბავშვებზე განხორციელებული სექსუალური ძალადობის ფაქტების გამო დამწუხრებული და დარცხვენილია

რომის პაპი ფრანცისკე საფრანგეთის კათოლიკე სასულიერო პირების მხრიდან ბავშვებზე განხორციელებული ძალადობის შემთხვევებს ეხმაურება.

კათოლიკური ეკლესიის წინამძღვრის თქმით, აღნიშნული ფაქტებით ის დამწუხრებული და დარცხვენილია.

მისი თქმით, ეკლესია ყველასთვის უსაფრთხო სახლი უნდა გახდეს.

„მსურს, მსხვერპლებისადმი ჩემი მწუხარება გამოვხატო, წუხილი იმ ტრავმის გამო, რომელიც მათ გადაიტანეს და ასევე ჩემი სირცხვილი, ჩვენი სირცხვილი, ეკლესიის ზედმეტად ხანგრძლივი უუნარობის გამო“, – განაცხადა პაპმა.

მისი თქმით, მსგავსი რამ კათოლიკურ ეკლესიაში აღარასოდეს უნდა მოხდეს.

5 ოქტომბერს დამოუკიდებელმა საგამოძიებო კომისიამ გაავრცელა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც საფრანგეთში 1950 წლიდან დღემდე 216 000-ზე მეტი ბავშვი სასულიერო პირების მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. 2 500-გვერდიან მასალაში ნათქვამია, რომ სასულიერო პირების მხრიდან ბავშვების მიმართ სექსუალური ძალადობა სისტემატიურად ხდებოდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა