ისნის საოლქო კომისიასთან, სადაც საჩივრების განხილვა მიმდინარეობს, ხმაური იყო

ისნის საოლქო საარჩევნო კომისიასთან, სადაც საჩივრების განხილვა მიმდინარეობს, ხმაური იყო. ხმაური და დაპირისპირება შენობიდან რამდენიმე კომისიის წევრის გამოსვლას მოჰყვა.

ერთ-ერთი კომისიის წევრის განცხადებამ, რომ "მე-16 უბანზე ოქმში მექანიკური შეცდომა იყო, ყველაფერი გადათვლილია და წესრიგშია", აქციის მონაწილეების გაღიზიანება გამოიწვია.

აქციის მონაწილეებმა კომისიის წევრი შეძახილებით"მონებო", "გამყალბებლებო" გააცილეს.

ისნის საოლქო საარჩევნო კომისიას დღეს მე-16 და 26-ე საარჩევნო უბნები უნდა გადაეთვალა.

აქციაზე კვლავ რჩებიან შეკრებილები. ოპოზიცია იმ საარჩევნო უბნების შედეგების გაუქმებას ითხოვს, სადაც, მათი თქმით, არჩევნები გაყალბდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა