ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკავშირის წევრი ქვეყნების უდიდესი უმრავლესობა ბალკანეთის ქვეყნების ევროინტეგრაციას მხარდაჭერას უცხადებს

ევროკავშირი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს 9 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარებას გამოუყოფს, რაც რეგიონის ეკონომიკის განვითარებას მოხმარდება. ეს ინფორმაცია მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ევროკავშირის ლიდერები სლოვენიის ქალაქ ბრდოში ალბანეთის, ბოსნია და ჰერცეგოვინას, სერბეთის, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიისა და კოსოვოს ხელისუფლებებს შეხვდნენ.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ დღეიდან ალბანეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, მონტენეგროსა და სერბეთს ოფიციალურად ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ექნებათ, ბოსნიასა და კოსოვის კი- პოტენციური აპლიკანტების. შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ კომუნიკეში ნათქვამია, რომ ევროკავშირი ცალსახად უჭერს მხარს აღნიშნული ქვეყნების ევროინტეგრაციას, თუმცა კონკრეტული თარიღები დოკუმენტში ნახსენები არაა.

„დასავლეთ ბალკანეთის გარეშე ევროკავშირი მთლიანი ვერ იქნება. ევროკავშირის წევრი ქვეყნების უდიდესი უმრავლესობა მათ ევროინტეგრაციას მხარდაჭერას უცხადებს“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა