დუმაში რუსი დიპლომატების ალიანსის შტაბ-ბინიდან გაძევების შესახებ ნატოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ აღნიშნული დიალოგის დამყარებას ხელს არ შეუწყობს

რუსეთის დუმაში ნატოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ, სადაც რვა რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღეს.

რუსეთის დუმის საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ლეონიდ სლუცკის განცხადებით, რუსეთის რვა მუდმივი წარმომადგენლისთვის აკრედიტაციის ჩამორთმევა ხელს არ შეუწყობს დიალოგის გაუმჯობესებას.

მისივე თქმით, რუსეთის მიმართ ყველა ბრალდება უსაფუძვლოა, მოსკოვს კი შეუძლია მიიღოს საპასუხო ზომები.

„კოლექტიური დასავლეთი განაგრძობს რუსეთთან დიპლომატიური წინააღმდეგობის გაწევის კურსს. ნატოში რუსეთის მუდმივ წარმომადგენლობაში რვა თანამშრომლისთვის აკრედიტაციის გაუქმება კიდევ უფრო მეტად შეამცირებს ურთიერთთანამშრომლობას. ამჟამად ბრიუსელში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის ადგილი ვაკანტურია. რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის თანამშრომელთა გაძევება აშკარად არ შეუწყობს ხელს დიალოგის დამყარებას“ , - განაცხადა სლუცკიმ.

რუსი დეპუტატი დარწმუნებულია, რომ რუსეთის მისამართით ყველა ბრალდება „მტრული საქმიანობის“ შესახებ, უსაფუძვლოა და არ დამტკიცდება.

„დიპლომატიურ პრაქტიკაში ნაბიჯები, რომლებიც დაკავშირებულია აკრედიტაციის ჩამორთმევასთან, ატარებს საპასუხო ხასიათს. ეჭვი არ მეპარება, რომ რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყება შემოგვთავაზებს ადეკვატურ საპასუხო ზომებს“, - განაცხადა სლუცკიმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა