დონალდ ტრამპი - ამერიკას ახლა სუსტი და კორუმპირებული მმართველობა ჰყავს, ჩვენ შეიძლება ჩინეთთან ომში აღმოვჩნდეთ

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ქვეყნის ამჟამინდელ პოლიტიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„იმის გამო, რომ არჩევნები გაყალბდა და ამერიკას ახლა სუსტი და კორუმპირებული მმართველობა ჰყავს, ჩვენ შეიძლება ჩინეთთან ომში აღმოვჩნდეთ, რომელიც ამერიკას პატივს უკვე აღარ სცემს. ისინი ჩვენი სატელევიზიო გენერლების „თალიბანის“ წინაშე სრული ჩაბარების მოწმენი გახდნენ. ჩვენ ავღანეთში 85 მილიარდი დოლარის ღირებულების მსოფლიოში საუკეთესო სამხედრო ტექნიკა დავტოვეთ. ერთადერთი, რაც რადიკალ მემარცხენე დემოკრატებს კარგად გამოსდით, ეს არჩევნების გაყალბება და დანაშაულებრივი ქმედებებია. ჩვენს ქვეყანას დიდი პრობლემები აქვს. ახლა სწრაფად მოქმედების დროა“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს