ჯო ბაიდენსა და სი ძინპინს შორის ვირტუალური შეხვედრა იგეგმება

შეერთებული შტატები და ჩინეთი პრეზიდენტებს, ჯო ბაიდენსა და სი ძინპინს შორის ვირტუალური შეხვედრის გამართვაზე შეთანხმდნენ.

მედიის ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილების შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯო ბაიდენის მრჩევლის, ჯეიკ სალივანისა და ჩინეთის კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს წევრისა და საგარეო საქმეთა კომისიის ოფისის დირექტორის იანგ ჯიეჩის დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

ჯეიკ სალივანის განცხადებით, ჯო ბაიდენისა და სი ძინპინის შეხვედრა მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება.

“დღევანდელი საუბრიდან გვაქვს პრინციპული შეთანხმება წლის ბოლომდე ვირტუალური ორმხრივი შეხვედრის გამართვის შესახებ”, - განუცხადა სალივანმა ჟურნალისტებს.

მან სხვა დეტალებზე არ ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეხვედრის ზუსტი დროის დადგენასა და სხვა დეტალებზე მუშაობა მიმდინარეობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა