ინდოეთში, უტარ-პრადეშის შტატის ბარაბანკის რაიონში სამგზავრო ავტობუსი და სატვირთო ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც დაიღუპა 9 და დაშავდა 27 ადამიანი.
მედიის ინფორმაციით, სამგზავრო ავტობუსი, რომელსაც 70 ადამიანი გადაჰყავდა, დელი-ბაჰრაიჩის რეისს ასრულებდა.
დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.