გერმანიამ და დანიამ სირიიდან რადიკალურ დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი 11 ქალის და 37 ბავშვის რეპატრიაცია განახორციელეს.
BBC-ის ინფორმაციით, სირიიდან გერმანიაში ISIS-ის წევრი 8 ქალი და 23 ბავშვი გადაიყვანეს, დანიაში კი 3 ქალი და მათი 14 შვილი.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ჰეიკო მაასის თქმით, ქალებისა და ბავშვების გერმანიაში დაბრუნების ფაქტით გახარებულია, თუმცა ISIS-ის ყოფილ წევრებს მოუწევთ პასუხი გასცენ კითხვას თუ რატომ შეუერთდნენ დაჯუფებას.
„ბავშვებმა პასუხი არ უნდა აგონ მშობლების შეცდომებზე, მათ დაცვა სჭირდებათ“, -აღნიშნა მაასმა.