თურქმა სამართალდამცავებმა ანკარაში „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლი დააკავეს, რომელიც რუსეთის მოქალაქეა.
მედიის ინფორმაციით, დაკავებული ინტერპოლის მიერ იყო ძებნილი.
ცნობისათვის, 2014 წლის დეკემბერში რუსეთის უზენაესმა სასამართლომ „ისლამური სახელმწიფო“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა.