დათო მაღრაძე - ქართველი ხალხი თავისუფლებისათვის იბრძოდა და იბრძვის და არა ბატონის ცვლილებისათვის

ქართველი ხალხი თავისუფლებისათვის იბრძოდა და იბრძვის და არა ბატონის ცვლილებისათვის, - ასე ეხმაურება პოეტი დათო მაღრაძე 2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საერთაშორისო პარტნიორების მიერ გაკეთებულ შეფასებებს.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, გაუგებარია, რა მონაცემებს ეყრდნობა სენატორ რიშის შეფასებები არჩევნებთან დაკავშირებით, ასევე, გულდასაწყვეტია, რომ კელი დეგნანი განსაკუთრებულ ნდობას მხოლოდ რამდენიმე სადამკვირვებლო ორგანიზაციას უცხადებს.

„როგორც ამ ქვეყნის შვილს და საქართველოს მოქალაქეს არაერთხელ გამომითქვამს ჩემი აზრი და გამომიხატავს დამოკიდებულება საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის სრულიად განსაკუთრებული მნიშვნელობის შესახებ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: რომ არა ამერიკის შეერთებული შტატები, საქართველო შესაძლოა ერეკლეს II დილემის წინაშე აღმოჩნდეს - ანუ რუსეთ-თურქეთის გავლენებს შორის მოუწიოს არჩევანის ძიება. ამდენად, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ საქართველო-ამერიკის მჭიდრო თანამშრომლობას და აქედან გამომდინარე, მაშფოთებს ყველა ის განცხადება, რომელიც ამ ურთიერთობას არ წაადგება და მოსახლეობაში ანტიამერიკულ განწყობას წააქეზებს. მხედველობაში მაქვს ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით ბოლო დღეებში აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის და სენატორ რიშის განცხადებები. სენატორი რიში საკუთარი ემოციის გარდა, რა მონაცემებს ეყრდნობა გაუგებარია, რადგან სრულ ცდომილებაშია არჩევნების შეფასების მთავარ დოკუმენტთან ეუთო/ოდირის პოზიტიურ შეფასებასთან. რაც შეეხება ქალბატონი ელჩის განცხადებას, რომელსაც კიდევ ერთხელ ვუდასტურებ ჩემს პატივისცემას, გულდასაწყვეტია, რომ ქალბატონი დეგნანი განსაკუთრებულ ნდობას უცხადებს რამდენიმე სადამკვირვებლო ორგანიზაციას, მათ შორის ISFED-ს, რომელმაც საპარლამენტო არჩევნებზე პარალელური დათვლის შედეგად ყალბი ციფრი აჩვენა, რის გამოც, გარკვეული დროის შემდეგ საჯაროდ მოიბოდიშა კიდეც. ეს ფაქტი კი გონივრული ეჭვისკენ გვიბიძგებს, რომ შესაძლოა, ეს არ იყო მექანიკური შეცდომა და რევოლუციური სცენარის წასაქეზებლად იყო გამიზნული. ამ მუნიციპალურ არჩევნებზე საქართველოს მოსახლეობამ ხმა მისცა სამწლიან სიმშვიდეს, მოახდინა წინა საპარლამენტო არჩევნების სრული ლეგიტიმაცია და მხარი დაუჭირა ქვეყნის ევოლუცურ განვითარებას. თუ სენატორი და ელჩი არჩევნების შედეგით, ანუ ქართველი ხალხის გამოხატული ნებით არიან უკმაყოფილო და ეს არის მათი გაღიზიანების საფუძველი, ვფიქრობ. ასეთ დროს მეტი თავშეკავება მართებთ, მეტადრე როცა საქმე დამოუკიდებელი ქვეყნის არჩევნებს ეხება. ორივეს მინდა შევახსენო, რომ ქართველი ხალხი თავისუფლებისათვის იბრძოდა და იბრძვის და არა ბატონის ცვლილებისათვის“, - აღნიშნულია დათო მაღრაძის განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა