რუსეთში  კორონავირუსის 27 550 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 924 ადამიანი გარდაიცვალა

რუსეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 924 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა რაოდენობა, საერთო ჯამში, 213 549-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ამასთან, ქვეყანაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 27 550 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია მიმდინარე წლის განმავლობაში.

რუსეთში ჯამში, ინფიცირების 7 690 110 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელდა 6 799 230 პაციენტი, აქედან 20 330 - ბოლო 24 საათში.

პლატფორმა worldometer-ზე გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, კოვიდინფიცირებული პაციენტების რაოდენობის მიხედვით, რუსეთი მსოფლიოში მე-5 ადგილზეა აშშ-ის, ინდოეთის, ბრაზილიისა და გაერთიანებული სამეფოს შემდეგ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა