ვულკანის გააქტიურების გამო, ესპანეთში ლა-პალმას კუნძულზე აეროპორტი დაიხურა

ესპანეთში ლა-პალმას კუნძულზე ვულკანის გააქტიურების გამო აეროპორტი დაიხურა. Reuters-ის ინფორმაციით, ვულკანის კრატერიდან ამოსული ფერფლი კუნძულის ტერიტორიაზე გავრცელდა, რამაც მოსახლეობას გადაადგილების პრობლემები შეუქმნა. გამოცემის ცნობით, ლა-პალმას გარდა ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას კანარის კუნძულების სხვა აეროპორტები.

შეგახსენებთ, კანარის კუნძულებზე, კუნძულ ლა-პალმაზე, ვულკან კუმბრე-ვეხას ამოფრქვევა 19 სექტემბერს დაიწყო. ლავამ ასობით სახლი, სკოლა და სხვა შენობები და ბანანის პლანტაციები გაანადგურა. ესპანეთის ხელისუფლებამ ლა პალმა კატასტროფის ზონად გამოაცხადა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო