მედია - უკრაინის სასაზღვრო სამსახური სააკაშვილის მიერ საზღვრის კვეთის ფაქტზე სამსახურებრივ შემოწმებას ახორციელებს, რამდენიმე თანამდებობის პირს უფლებამოსილება შეუჩერდა

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის კვეთის ფაქტზე სამსახურებრივ შემოწმებას ახორციელებს, - უკრაინული გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, ამის შესახებ უწყების სპიკერმა ანდრეი დემჩენკომ განაცხადა.

„უკრაინის მოქალაქე სააკაშვილთან დაკავშირებით უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური ნამდვილად აწარმოებს სამსახურებრივ შემოწმებას. მიმდინარეობს უკრაინიდან მისი გასვლის გარემოებებისა და სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტის გამოძიება. დეტალურად მოწმდება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ დატოვა მან უკრაინა,“- აღნიშნა დემჩენკომ.

მისივე განცხადებით, უწყების სამხრეთ რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელობიდან რამდენიმე თანამდებობის პირს გამოძიების მიმდინარეობისას სამსახურებრივი უფლებამოსილება დროებით შეჩერებული აქვს. ამასთან, შეკითხვაზე, მონაცემთა ბაზაში დაფიქსირებულია თუ არა მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის კვეთა, ანდრეი დემჩენკომ განაცხადა, რომ ამგვარ ინფორმაციას ვერ გასცემს, რადგან კონფიდენციალურია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა