რა მნიშვნელობა ენიჭება ზიანის შემცირებას უკვამლო მომავლის შექმნის პროცესში? (R)

მოწევა ჯანდაცვის სისტემის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, რომელიც ყოველწლიურად 8 მილიონი ადამიანის სიკვდილს იწვევს. თამბაქოს მოხმარების შედეგად ორგანიზმისთვის მიყენებული ზიანის მიუხედავად, მილიონობით ადამიანი კვლავ აგრძელებს მოწევას. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს, მათ შორის არის ნიკოტინზე ფიზიკური და ემოციური დამოკიდებულება.

ევროპის სამედიცინო ჟურნალში გამოქვეყნებული სტატია ზიანის შემცირების პროცესში თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების პოტენციურ უპირატესობებს ეხება და ამ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებისა და მკვლევარების შეხედულებებს განიხილავს.

სტატიის თანახმად, ინდივიდები, რომლებიც მოიხმარენ თამბაქოს, დამოკიდებული არიან ნიკოტინზე. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სამეცნიერო მტკიცებულებების თანახმად, ნიკოტინი არ წარმოადგენს ნივთიერებას, რომელიც იწვევს მოწევასთან დაკავშირებულ დაავადებებს. ექიმების სამეფო კოლეჯის (RCP) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების მთავარ მიზეზს თამბაქოს კვამლში არსებული ქიმიური ნივთიერებები წარმოადგენს.

სამეცნიერო კვლევების თანახმად, სიგარეტის კვამლი 6 ათასამდე ქიმიურ ნაერთს შეიცავს, რომელთაგან 70 კანცეროგენულ ნივთიერებად სახელდება.

“ისტორიულად, ჯანდაცვის სისტემა უმეტესწილად აქტიურ მწეველზე ახდენდა ფოკუსირებას, თუმცა ახლა ჩვენ ვიცით, რომ პასიური მოწევაც მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, რადგან ის ადამიანები, რომლებიც მწეველთა გარემოცვაში დიდ დროს ატარებენ, თავადაც ექვემდებარებიან თამბაქოს კვამლში არსებულ ტოქსიკურ ნივთიერებებს”, - ამბობს კრისტოფ ფილიპიაკი, (Krzysztof Filipiak), პოლონეთის ჰიპერტენზიის საზოგადოების ყოფილი პრეზიდენტი და ვარშავის სამედიცინო უნივერსიტეტის მეცნიერების დეკანი.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მოწევასთან დაკავშირებული საფრთხეები სიახლეს არ წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველი პროდუქტების მოხმარება ჯანდაცვის სისტემის მთავარ გამოწვევად სახელდება.

“ჩვენ ვმუშაობთ მწეველთა ჩვევის შეცვლაზე. ამ მიზნით შევქმენით სპეციალური მოსაწევი სივრცეები, ავკრძალეთ სიგარეტის მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სკოლებში, საავადმყოფოებსა და რესტორნებში, თუმცა, შედეგი უმნიშვნელო აღმოჩნდა”, - აღნიშნავს ფილიპიაკი.

უდავოა, რომ მწეველთა საუკეთესო არჩევანს მოწევისთვის თავის დანებება წარმოადგენს. თუმცა, მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების მქონე ადამიანთა მხოლოდ 10% ანებებს თავს თამბაქოსა და ნიკოტინის მოხმარებას.

სწორედ ამიტომ, ჯანდაცვის ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ იმ ინდივიდებისთვის, რომლებიც ვერ ან არ ანებებენ თავს მოწევას, საუკეთესო გამოსავალს თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგია წარმოადგენს, რომელიც მიზნად ისახავს, შეამციროს მწეველის ორგანიზმზე განხორციელებული ნეგატიური ზეგავლენა. ამ პროცესში კი დიდი მნიშვნელობა ენიჭება სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობასა და გონივრულ საკანონმდებლო ინიციატივებს.

თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგია მწეველებს შესაძლებლობას აძლევს, გადავიდნენ ნაკლები ზიანის მქონე ნიკოტინის შემცველი ისეთი პროდუქტების მოხმარებაზე, როგორებიც არის ნიკოტინის პლასტერები, ნიკოტინის საღეჭი რეზინები, ელექტრონული სიგარეტები და თამბაქოს უკვამლო მოწყობილობები.

მართალია, ზიანის შემცირების სტრატეგია არ არის სრულიად უსაფრთხო, თუმცა კვლევები ადასტურებს, რომ მას აქვს ზიანის შემცირების შესაძლებლობა. Public Health England-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ჯერ კიდევ უცნობია ნიკოტინის გრძელვადიანი ზეგავლენა ფილტვის ქსოვილზე, თუმცა, უახლესი კვლევები აჩვენებს, რომ ელექტრონულ სიგარეტების მოხმარებასთან დაკავშირებული რისკი, ტრადიციულ სიგარეტებთან შედარებით, არ აღემატება 5%-ს.

“ტრადიციულ სიგარეტებთან შედარებით, გასახურებელი თამბაქოს მოწყობილობები მწეველებისა და მათი გარშემომყოფების ჯანმრთელობისთვის, სავარაუდოა, რომ ნაკლებად საზიანოა, რადგან გამოყოფს შედარებით მცირე რაოდენობით მავნე და პოტენციურად მავნე ნივთიერებებს”, - ვკითხულობთ პუბლიკაციაში.

ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, თამბაქოს უკვამლო პროდუქტებს მწეველები ხშირად ტრადიციული სიგარეტის მოხმარებისთვის თავის დანებების მიზნით იყენებენ. 50 000-ზე მეტმა მწეველმა, რომელიც სხვაგვარად გააგრძელებდა თამბაქოს მოხმარებას, თამბაქოს ელექტრონული მოწყობილობების მეშვეობით შეწყვიტა ტრადიციული მოწევა. აღნიშნული კვლევით აღმოჩნდა, რომ ის სტრატეგიები, რომლებიც ითვალისწინებდნენ ზიანის შემცირების პროცესში თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების მნიშვნელობას, 2019 წელს 60%-ით, 2020 წელს კი 74%-ით ეფექტური იყო.

გამომდინარე იქიდან, რომ ნიკოტინზე დამოკიდებულება მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, ჯანდაცვის ექსპერტთა ნაწილი ინოვაციურ გადაწყვეტას ანიჭებს უპირატესობას.

“იმისათვის, რომ შევამციროთ ტრადიციული სიგარეტის მოხმარების შედეგად მწეველის ორგანიზმზე მიყენებული ზიანი, საჭიროა ზიანის შემცირების სტრატეგიის იმპლემენტაცია. ნიკოტინზე დამოკიდებულების თავიდან ასაცილებლად, ერთადერთ გზას მისი მოხმარების პრევენცია წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, აუცილებელია ახალგაზრდების ინფორმირება და თამბაქოს ზიანის შესახებ ცნობიერების ამაღლება”, - ამბობს ნაჯიბ ბოიადი, ორანის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს სისხლძარღვთა ქირურგიის ასოციაციის პრეზიდენტი.

დღეს მუდმივად იზრდება სამეცნიერო მტკიცებულებები თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების შესაძლო სარგებელის შესახებ. თუმცა, გრძელვადიან პერიოდში მისი ზეგავლენის თაობაზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად გადამწყვეტი მნიშვნელობა დამატებით სამეცნიერო კვლევების ჩატარებას ენიჭება.

(R)

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა