იენს სტოლტენბერგი - განვაგრძობთ ჩვენი თანამშრომლობის გამყარებას საქართველოსა და უკრაინასთან, რაც მადრიდის სამიტის მომზადებისას განხილვის თემა იქნება

ნატოს სამიტზე, მადრიდში, მომდევნო წელს, მოკავშირეები დაადასტურებენ უკრაინისა და საქართველოსადმი უცლელ მხარდაჭერას და მათ მომავალ წევრობას ალიანსში. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჯერ ადრეა პროგნოზირება, რა გადაწყვეტილებას მიღებენ ლიდერები მადრიდის მომავალი წლის სამიტზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მოკავშირეები განაგრძობენ ადრე მიღებული გადაწყვეტილების მხარდაჭერას. საუბარია ჩვენი ახლო პარტნიორების - საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ჩვენ მიერ სრულ მხარდაჭერაზე. ჩვენ ასევე, მხარს ვუჭერთ გადაწყვეტილებას, როდესაც საუბარია ნატო-სადმი მიერთებისკენ სწრაფვაზე“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

გენმდივანმა აღნიშნა, რომ ნატო განაგრძობს პრაქტიკულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას, რათა უკრაინამ და საქართველომ შეძლონ ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე წინ წაწევა.

„მე მივესალმები იმ ფაქტს, რომ მოკავშირეები არა მხოლოდ ალიანსის ფარგლებში, არამედ ორმხრივ საფუძველზეც უწევენ მხარდაჭერას და ამგვარად, ეხმარებიან როგორც უკრაინას, ისე საქართველოს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, რამდენიმე კვირის წინ, უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმერ ზელენსკის ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე შეხვდა.

„ჩვენ განვაგრძობთ ჩვენი თანამშრომლობის გამყარებას უკრაინასთან და საქართველოსთან. ესეც განხილვის თემა იქნება მადრიდის სამიტის მომზადებისას“, - განაცხადა გენმდივანმა.

ამ დროისთვის სამიტის გამართვის თარიღი უცნობია. თუმცა, სტოლტენბერგის ინფორმაციით, ის უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა