"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოზე თბილისში ფართომასშტაბიანი აქციის გამართვის გადაწყვეტილება მიიღეს

უახლოეს დღეებში იქნება ძალიან დიდი აქცია - ვიწყებთ ჩვენი მოქალაქეების საქვეყნო მობილიზებას, მთელი ქვეყნის მასშტაბით დავაორგანიზებთ ამას, ორი მოთხოვნით, რაც უკავშირდება მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებას და ვადამდელ არჩევნებს , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა პარტიის პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, პარტია მეორე ტურში გამარჯვებისთვის ბრძოლას აპირებს და მოქალაქეებს უნდა ესმოდეთ, რომ მნიშვნელოვანია 30 ოქტომბრის არჩევნები, რათა ბოლომდე მიიყვანონ გამარჯვება და დაიხსნან მესამე პრეზიდენტი.

,,მინდა მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს და ყველას, ვისაც ადარდებს ამ ქვეყნის ბედი, რომ უახლოეს დღეებში იქნება ძალიან დიდი აქცია. ჩვენ ვიწყებთ ჩვენი მოქალაქეების საქვეყნო მობილიზებას, მთელი ქვეყნის მასშტაბით დავაორგანიზებთ ამას, ორი მოთხოვნით, რაც უკავშირდება მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებას და ვადამდელ არჩევნებს.

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შევდივართ მეორე ტურებში და ვიბრძვით გამარჯვებისთვის. მოვიგეთ ყველა დიდი ქალაქი და მნიშვნელოვანია, რომ ეს გამარჯვება გავიფორმოთ ბოლომდე. მოქალაქეებს უნდა ესმოდეთ, რომ მნიშვნელოვანია 30 ოქტომბრის არჩევნები, რათა ბოლომდე მივიყვანოთ გამარჯვება და დავიხსნათ მესამე პრეზიდენტი. ასევე, რიგით ადამიანებს მოვუწოდებთ, ჩაერთონ სადამკვირვებლო მისიაში, თითოეული უბანი იქნება დასაცავი 20 ოლქში, სადაც ოპოზიცია არის მეორე ტურში, სოციალური ქსელებით მოგვაწოდეთ თქვენი ინფორმაცია და ჩაერთეთ უბნების დაცვაში.

აქციის თარიღი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი და ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას პარტიის თავმჯდომარე მოგაწოდებთ“, - აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიას ინიციატივას, რომლის მიხედვით „ქართულ ოცნებას“ და „ნაცმოძრაობას“ სთავაზობს საკრებულოების თავმჯდომარეებთან დაკავშირებით ღია სამმხრივი მოლაპარაკებების გამართვას.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, უნდა მოხდეს ნამდვილი ოპოზიციის კოორდინირება და იმ ადამიანების ჩართულობა, ვისაც გარკვეული მხარდაჭერა ჰქონდა, მათ შორის გიორგი გახარიას.

,,ძალიან მნიშვნელოვანია ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა გაითვალისწინოს, რომ უნდა მოხდეს ნამდვილი ოპოზიციის კოორდინირება და იმ ადამიანების ჩართულობა, ვისაც გარკვეული მხარდაჭერა ჰქონდა, მათ შორის გახარიას. ამაში ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ, ძალიან მნიშვნელოვანია საერთო კოორდინაცია „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად. ნებისმიერი კონსულტაცია როგორც ადგილობრივ, ასევე პარტიების დონეზე უნდა იყოს, ეს ნორმალურია იმ ადამიანებისთვის, ვინც ნამდვილ ოპოზიციაშია. ყველასთან იქნება კონსულტაცია, ვინც შედეგზე იქნება ორიენტირებული და უზრუნველყოფს „ქართული ოცნების“ დამარცხებას ამა თუ იმ ქალაქში“, - აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა