ზაალ უდუმაშვილი - უახლოეს დღეებში დასახელდება კოალიციური მთავრობა - უნდა დავანახოთ საზოგადოებას, რომ მზად ვართ კოალიციური ხელისუფლებისთვის

როდესაც ასახელებ კოალიციურ მთავრობას, პოზიციები უნდა იყოს შეჯერებული ყველა პარტიასთან. ეს პროცესი ახლაც მიმდინარეობს და ხვალაც გაგრძელდება. უახლოეს დღეებში დასახელდება კოალიციური მთავრობა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მიმდინარეობს მზადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურისთვის.

პარალელურად, როგორც უდუმაშვილმა აღნიშნა, დაანონსებულია ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია.

რაც შეეხება სხვა ოპოზიციურ პარტიებთან შესაძლო კოალიციას, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ამის შესახებ ცნობილი გახდება უახლოეს პერიოდში. მისივე თქმით, ოპოზიციურმა სპექტრმა მხარი უნდა დაუჭიროს იმ ოპოზიციონერ კანდიდატებს, რომლებიც არჩევნების მეორე ტურში გადავიდნენ.

„ძალიან სწრაფად უნდა მოხდეს პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება და ასევე, უნდა ჩავატაროთ არჩევნების მეორე ტური როგორც რეგიონებში, ისე თბილისში, მაგრამ მე ვგულისხმობ დიდ, ფართომასშტაბიან აქციას, რომელიც იგეგმება.

როდესაც ასახელებ კოალიციურ მთავრობას, პოზიციები უნდა იყოს შეჯერებული ყველა პარტიასთან, ეს პროცესი ახლაც მიმდინარეობს და ხვალაც გაგრძელდება. ბუნებრივია, უახლოეს დღეებში დასახელდება კოალიციური მთავრობა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი როგორც პარტიებისთვის, ასევე საზოგადოებისთვის. დღეს ჩვენ უნდა დავანახოთ საზოგადოებას, რომ მზად ვართ კოალიციური ხელისუფლებისთვის.

რაც შეეხება თანამშრომლობას სხვადასხვა პარტიებთან, დღეს ძალიან მკაფიოდ დგას საკითხი, თუ დღეს ჩვენი, ოპოზიციური პარტიების ამოცანა არის, რომ დავასრულოთ ივანიშვილის რეჟიმი და გავისტუმროთ ეს ხელისუფლება, ეს თავისთავად გულისხმობს იმას, რომ ყველა ოპოზიციურმა პარტიამ უნდა დაუჭიროს მხარი იმ კანდიდატებს, რომლებიც არიან გასული მეორე ტურში, - ეს არის ძალიან მარტივი ტესტი ყველა პარტიისთვის და შესაბამისად, უახლოეს დღეებში გამოჩნდება ვინ არის მზად ამ ტესტის ჩასაბარებლად“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ უბრალოდ აზრთა სხვადასხვაობა არსებობს და არა რაიმე სახის დაპირისპირება, რაც პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე უკვე გადაიჭრა.

„ჩვენს პარტიაში გადანაწილებული არის ფუნქციები, პარტიის თავმჯდომარე გახლავთ ნიკა მელია, პარტიის ლიდერი - მიხეილ სააკაშვილი და ეს პარტია არის ძალიან დიდი პარტია და ბუნებრივია, ყოველთვის არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, ყოველთვის არსებობს თემები, რომელზეც ვკამათობთ, ზოგჯერ ხმამაღლა, ზოგჯერ ხმადაბლა, მაგრამ ამისთვის არსებობს პოლიტსაბჭო, რომლის შეხვედრაც დღეს გაიმართა, - ყველა ეს აზრი იყრის თავს პოლიტსაბჭოზე და მივდივართ საბოლოო გადაწყვეტილებამდე, ასე მოხდა ზუსტად დღესაც. ხომ იყო სხვადასხვა მოსაზრებები სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ საბოლოოდ პოლიტსაბჭო ჩამოყალიბდა ერთ მიმართულებაზე, რომელსაც მოგვიანებით გამოვაცხადებთ. ერთია - ვატარებთ ფართომასშტაბიან აქციას და მეორე - ვემზადებით არჩევნების მეორე ტურისთვის, სადაც დამაჯერებლად უნდა გავიმარჯვოთ. ამაზე ჩამოყალიბდა დღეს პარტია, რომლის განხორციელებასაც დავიწყებთ“, - აღნიშნა უდუმაშვილმა.

რაც შეეხება საპატიმროში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, უდუმაშვილის განმარტებით, ექსპრეზიდენტი თავს მხნედ გრძნობს.

მიხეილ სააკაშვილს არ მოუწოდებია ქუჩაში გასვლისაკენ, მიხეილ სააკაშვილმა მოუწოდა მოსახლეობას მისულიყვნენ საარჩევნო უბნებზე და ხმა მიეცათ და ეაქტიურათ. რაც შეეხება მის მხარდაჭერას, ეს გამოვლინდა უკვე არჩევნებზე, რამდენმა ადამიანმა დაუჭირა მხარი „ნაციონალურ მოძრაობას“ და რამდენმა ადამიანმა მისცა ხმა ცვლილებებს. ადამიანი, რომელიც შიმშილობს, ეს არ არის პროტესტის იოლი ფორმა, მიუხედავად ამისა ადვოკატები, ვინც მასთან შედიან და გვაქვს კომუნიკაცია, ყველა არის აღფრთოვანებული მისი მხნეობით, როგორ უჭირავს მას თავი. ის აქეთ გვამხნევებს ციხიდან და გვეუბნება, რომ ჩვენ ყველა უნდა მოვემზადოთ მეორე ტურისთვის. ახლა მთავარია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას არ შეექმნას საფრთხე, რადგან შიმშილობა, ბუნებრივია, ქმნის ასეთ პრობლემას“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ეკატერინე ციმაკურიძე - როცა ტელევიზიის ხელმძღვანელს ასამართლებენ სრულიად არადამაჯერებელი მართლმსაჯულებით, ეს ნამდვილად არაა დასავლური მისწრაფება, ხელისუფლება კი ამბობს, რომ აქვს ევროატლანტიკური კურსი, მაგრამ საქმით სხვა რამეს ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2022
მუსიკათერაპია, როგორც ბედნიერების ტრენინგი
კომპანია „სმარტ ბუღალტერია“ - უნივერსალური და მაღალკვალიფიციური მომსახურება საბუღალტრო, ფინანსურ და საგადასახადო სფეროში
სამართლებრივი ინტერესების დაცვა ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე
იშოპინგე „კარფურის“ აპლიკაციაში და მიიღე შანსი მოიგო უამრავი პრიზი
ექსკლუზიური ბრენდები და სასიამოვნო გარემო - ქავთარაძის „სითი მოლის“ პრემიუმ სივრცეში მაღაზია „სენსი“ გაიხსნა
კავკასიაში პირველი ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა - კავკასიის უნივერსიტეტისა და TH Wildau-ის პარტნიორობის პერსპექტივები
"ლიბერთიმ" -,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში აგრო და ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრები დაიწყო