დენის შმიგალი - უკრაინასა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა დაახლოებით, 30 %-ით გაიზარდა, ეს ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობის აშკარა დასტურია

უკრაინის პრემიერ - მინისტრი დენის შმიგალი უკრაინაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას ვიზიტს „ტვიტერის“ პირად გვერდზე ეხმაურება და მადლობას უხდის.

შმიგალი ასევე აღნიშნავს, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა, დაახლოებით, 30 %-ით გაიზარდა, რაც ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობას ადასტურებს.

„უკრაინასა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა, 2021 წლის პირველ ნახევარში, დაახლოებით, 30 %-ით გაიზარდა. ეს აშკარა დასტურია ჩვენ ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობისა. მადლობელი ვარ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავასი უკრაინაში ვიზიტისთვის.

დარწმუნებული ვარ, ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობა მომავალში მხოლოდ და მხოლოდ აქტიურად განვითარდება“ , - წერს დენის შმიგალი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა