ნატოს სამხედრო კომიტეტის წარმომადგენლები ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში იმყოფებოდნენ

ადმირალ რობ ბაუერის ხელმძღვანელობით საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ნატოს სამხედრო კომიტეტი ეწვია. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის უმაღლესი სამხედრო ორგანოს დელეგაცია საქართველოში უკვე მეოთხედ იმყოფება.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ნატოს სამხედრო კომიტეტის წარმომადგენლებს კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) მეთაურმა უმასპინძლა.

მათივე ცნობით, ცენტრის მეთაურმა დელეგაციის წევრებს საინფორმაციო ბრიფინგი ჩაუტარა, სადაც თავდაცვის ძალების საწვრთნელი შესაძლებლობები, ახალი და მშენებარე ინფრასტრუქტურა და საწვრთნელი სისტემები გააცნო. სტუმრებმა ცენტრში მიმდინარე ეროვნული და მრავალეროვნული სამეთაურო საშტაბო სწავლებები - „დიდგორი 2021“ და „MAPLE ARCH“ პირადად დაათვალიერეს. ონლაინ რეჟიმში თურქეთ-აზერბაიჯან-საქართველოს სამმხრივ სწავლებას „Eternity 2021” და დამკვირვებელ-მაკონტროლებელის საერთაშორისო კურსის მიმდინარეობასაც დააკვირდნენ.

„მოგვიანებით საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურისა და ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და ადმირალმა რობ ბაუერმა თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესზე, ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის მნიშვნელობასა და სამომავლო პრიორიტეტებზე, ასევე შავი ზღვის უსაფრთხოების გარემოზე ისაუბრეს.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უმაღლესი სამხედრო ორგანოს ოფიციალური ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთხელ ადასტურებს ნატო-ს ურყევ მხარდაჭერას ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ“ ,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს