ადვოკატის განცხადებით, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი კავილაძის პოზიციას ბრალთან დაკავშირებით ხვალ გაეცნობა

22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებული გიორგი კავილაძის ადვოკატის, გიორგი ტურაზაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მოინახულა და მას ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების კუთხით პრობლემები არ აქვს.

ადვოკატის თქმით, დაკავებისას პოლიციის მხრიდან ზეწოლას ადგილი არ ჰქონია.

„მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება დაკავებასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, საქმეებიდან გამომდინარე ზოგადად ინფორმაციას უნდა ადევნოს თვალყური ამ შემთხვევაში თვითონ ადვოკატმაც და ჩემთვის გახდა ცნობილი, რომ დააკავეს კავილაძე, ჩემი დასაცავი პირი. ამ შემთხვევაში, მე უბრალოდ გადავწყვიტე, რომ უსაფრთხოების და ჯანმრთელობის გადასამოწმებლად მონახულება, პოლიციის შესაძლო ზეწოლა ხომ არ იყო, მანამდე დაკავების პროცესში ხომ არ იყო რაიმე ჯანმრთელობის დაზიანების პრობლემა. არცერთი არ აღმოჩნდა. შევხვდი, მოკლე შეხვედრა იყო, თავად მას ვესაუბრე და პოლიციელებსაც, იქ სამმართველოს ხელმძღვანელობა ვინც იყო. რაიმე მსგავსი არ არის, მშვიდობაა ჯანმრთელობის და უსაფრთხოების კუთხით”, - განაცხადა გიორგი ტურაზაშვილმა.

მისი თქმით, აპირებს კიდევ ერთხელ და ამჯერად უფრო ხანგრძლივად შეხვედრას, რათა გააცნოს არსებული ვითარება და მისი აზრიც მოისმინოს.

„ბადრაგირება მოხდა მისი რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც ვფიქრობ ვნახო ხვალ, მიუხედავად იმისა, რომ კარანტინული რეჟიმები აქვთ პანდემიიდან გამომდინარე. ვფიქრობ, მაინც ვცადო შეხვედრა. საქმის მასალების ანალიზი მაქვს სრული გაკეთებული, ამ მოცემულობით რაც მაქვს. ხვალ ვნახოთ რამდენად ხანგრძლივი შეხვედრა იქნება და სურვილი და მიზანი მაქვს, რომ ცოტა ხანგრძლივი შეხვედრა მქონდეს, მაგალითად საათზე მეტიც, რომ გავაცნო მოცემულობა და ბრალთან დაკავშირებით მერე ვისაუბროთ და მოვისმინო მისი პოზიცია, რაც გაეცნობა სრულ ინფორმაციას, რა მდგომარეობაა მის ირგვლივ”, - განაცხადა გიორგი ტურაზაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა