რუსეთის წარმომადგენელი ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაში - რუსეთმა ალექსეი ნავალნის საქმესთან დაკავშირებით 45 ქვეყნის მიერ წარდგენილ შეკითხვებს უპასუხა

რუსეთმა უპასუხა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის წევრების შეკითხვებს ალექსეი ნავალნის საქმესთან დაკავშირებით, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ორგანიზაციაში, ალექსანდრ შულგინმა განაცხადა.

„რუსეთმა ღირსეული და იურიდიულად დაკალიბრებული პასუხი გასცა 45 სახელმწიფოს მოთხოვნას, ” - აღნიშნა მან, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა პასუხი გასცეს შეკითხვებს.

ალექსანდრ შულგინის თქმით, მოსკოვმა გერმანიის, საფრანგეთის, შვედეთისა და ორგანიზაციის ტექნიკური სამდივნოსადმი საპასუხო მოთხოვნა წარადგინა.

„ჩვენ კიდევ ერთხელ გადავეცით კითხვების მთელი ჩამონათვალი გერმანიას, საფრანგეთს და შვედეთს ამ ტალახიან ისტორიასა და მათ მიერვე დადგმულ ამ სპექტაკლში მათი როლის შესახებ. ველოდებით ამომწურავ და საფუძვლიან პასუხებს,“- აღნიშნა რუსეთის წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, 45-მა ქვეყანამ ალექსეი ნავალნის საქმეთან დაკავშირებული შეკითხვები რუსეთს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაში ორი დღის წინ გადასცა და 2020 წლის 20 აგვისტოს პოლიტიკოსი მოწამვლის შესახებ განმარტება მოსთხოვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა