იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 52-მდე გაიზარდა

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 52 -მდე გაიზარდა, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა და კომუნიკაციების სამინისტროს ხანძრისა და კატასტროფების მართვის სააგენტოში განაცხადეს.

დაშავებულთა უმრავლესობა ტოკიოს მოსაზღვრე საიტამასა და ტიბას პრეფექტურებიდან არიან. მათ უმეტესობას მსუბუქი სახის დაზიანებები აღენიშნება, თუმცა ზოგიერთს, ავეჯის და სხვადასხვა საგნის დაცემის შედეგად მოტეხილობა და სხვა სერიოზული ტრავმებიც აქვს.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის, სარკინიგზო მოძრაობა უმეტესწილად აღდგენილია, მუშაობა განაახლა მეტრომაც. თუმცა, კატასტროფის შედეგად დაზარალებულ ზონაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჯერ კიდევ შეფერხებით მოძრაობს.

იაპონიაში 5.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა გუშინ მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ტოკიოსა და ტიბას პრეფექტურებს შორის საზღვარზე, 75 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა