შსს უარყოფს ინფორმაციას, რომ ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულების  დაკავება ან რაიმე სახის ინფორმაციის მიწოდება სამოქალაქო პირების მიერ მოხდა

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსი თორნიკე მარსაგიშვილი უარყოფს ინფორმაციას, რომლის თანახმად 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებული აკო ჭელიძისა და გიორგი კავილაძის დაკავება სამოქალაქო პირების მიერ მოხდა.

მარსაგიშვილის ინფორმაციით, სავარაუდო ადგილსამყოფლის ტერიტორიაზე აქტიურად ტარდებოდა ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები, რაც წარმატებით დასრულდა და მოხდა ძებნილების დაკავება.

,,მოქალაქეების მიერ დაკავებას ან რაიმე სახის ინფორმაციის მოწოდებას არ ვადასტურებთ. პოლიციას ჰქონდა სავარაუდო ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაცია, მიმდებარე ტერიტორიაზე აქტიურად ტარდებოდა ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები, რაც წარმატებით დასრულდა და მოხდა ძებნილების დაკავება. კონკრეტულად დეტალებში არ შევალ, თუ რა სტატუსის პირის მიერ მოხდა აღნიშნული პირების დაკავება, გიდასტურებთ, რომ პოლიციასაც ჰქონდა ინფორმაცია. იმისათვის, რომ გამოძიების ინტერესები არ დაზიანდეს, მოგაწოდეთ ინფორმაცია იმ მოცულობით, რაც შესაძლებელი იყო. დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი“, - აღნიშნა თორნიკე მარსაგიშვილმა.

ცნობისთვის, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისში, წყნეთში დააკავეს. მათ ბრალი დაუსწრებლად აქვთ წაყენებული. ბრალდებულებს საგამოძიებო უწყება მკვლელობის დღიდან ეძებდა.

დაკავებულებს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. შსს-ს ინფორმაციით, ნიკა კვარაცხელიას მიმართ 10-ზე მეტი გასროლა განხორციელდა, სავარაუდო დამნაშავემ კი ტერიტორია თანამზრახველთან ერთად ნაქირავები მანქანით დატოვა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა