„სტრატეგია აღმაშენებელი“ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ აქციას არ შეუერთდება

„სტრატეგია აღმაშენებელი“ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ აქციას არ შეუერთდება.

როგორც „სტარტეგია აღმაშენებლის“ წევრმა სერგო ჩიხლაძემ აღნიშნა, ახლა მთავარი მეორე ტურისთვის მზადებაა.

„ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია. ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელი“ ვფიქრობთ, რომ მთავარია მეორე ტურის მოგება და ამისთვის მზადება. ყველა ოპოზიცურ პარტიათან კოორდინაციაში ვიქნებით. ერთ-ერთმა პირველმა განვაცხადეთ, რომ მეორე ტურში ჩვენი მხარდაჭერა ექნება ყველა ოპოზიციურ კანდიდატს, რომელი პარტიის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

რაც შეეხება თავად სააკაშვილს და მის პატიმრობას, ჩიხლაძის თქმით, „მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატმარია და ამის აღიარებით ჩვენებას თვითონ პრემიერ-მინისტრი იძლევა“.

ამასთან, სერგო ჩიხლაძემ უპასუხა კითხვას კალიციურ მთავრობასთან დაკავშირებითაც და აღნიშნა, რომ „კოალიციური მთავრობა გარდაუვალი რეალობაა“.

„საქართველოს მომავალი და დემოკრატიული განვითარების გზა კოალიციურ მთავრობაზე გადის. ამ ქვეყანას კოალიციური მთავრობა აუცილებლად ეყოლება, სხვა გამოსავალი, სხვა მოცეულობა არ არსებობს“,- განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია