რომან გოცირიძე - ლარს გაუფასურება, ფასებს კი ზრდა ემუქრება

გაცილებით მაღალი პროცენტით იღებენ ვალს, ვიდრე ის 75 მილიონი ევრო იყო, რომელიც უპროცენტოდ მოდიოდა ევროკავშირიდან და ვითომ უარი თქვეს - ლარს ემუქრება გაუფასურება, ფასებს კი ზრდა,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, რომან გოცირიძემ ბიუჯეტის პროექტის შეფასებისას განაცხადა, რომლის განხილვაც პარლამენტში დღეს იწყება.

როგორც მან აღნიშნა, ბიუჯეტი დეფიციტურია.

მისი თქმით, ხარჯები რეალურად არ შემცირებულა და პირიქით გაიზარდა, მათ შორის, ბიუროკრატიული ხარჯებიც.

"პირველი, რაც შეიძლება ვთქვათ, ეს არის ამ ბიუჯეტის ცრუპენტელური ნაწილი - პრემიერი გამოვიდა, არავითარ ვალებს აღარ ვიღებთ და ვალების შემცირება უნდა დავიწყოთო, მაგრამ საგარეო და საშინაო ვალი იზრდება 3.2 მილიარდი ლარით და გაცილებით მაღალი პროცენტით იღებენ ვალს, ვიდრე ის 75 მილიონი ევრო იყო, რომელიც უპროცენტოდ მოდიოდა ევროკავშირიდან და ვითომ უარი რომ თქვეს, ეს არის ფაქტობრივად აღიარება, რომ არ უნდოდათ სასამართლო რეფორმის ჩატარება. შიდა ვალსაც ძალიან მაღალი პროცენტით იღებენ და ქვეყნის ბიუჯეტი კვლავ არის დეფიციტური, რაც ნიშნავს სერიოზულ რისკებს ფასების და ლარის სტაბილურობის კუთხით - ლარს გაუფასურება ემუქრება, ფასებს - ზრდა. ის, რომ თითქოსდა ხარჯებს ამცირებენ, ესეც არის ტყუილი. აბსოლუტურად ყველა ხარჯი იზრდება, მათ შორის, ის ბიუროკრატიული ხარჯები, საკუთარი პარტიული აქტივი რომ ჰყავთ დასაქმებული, მამიდაშვილები და ბიძაშვილები, გადამალული აქვთ შტატგარეშე ხარჯები. ბიუჯეტი არის ბიუროკრატიული და უამრავი ფული იფლანგება უაზროდ. ნურავინ მოგატყუებთ, რომ ეს არის "ქამრის მოჭერა", არასდროს ამ ხელისუფლებას ქამრები არ მოუჭერია”, - განაცხადა გოცირიძემ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის