33 წლის უკრაინელი დეპუტატი, რომელიც თავდაცვის სექტორში კორუფციის შესაძლო არსებობის საქმის გამოძიებაში იყო ჩართული, ტაქსიში გარდაცვლილი ნახეს

33 წლის უკრაინელი დეპუტატი, ანტონ პოლიაკოვი, რომელიც თავდაცვის სექტორში კორუფციის შესაძლო არსებობის საქმის გამოძიებაში იყო ჩართული, დღეს დილით გარდაიცვალა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, დეპუტატმა ტაქსიში თავი შეუძლოდ იგრძნო, ადგილზე მისულმა ექიმებმა კი მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. უკრაინის გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ პოლიაკოვი უკანა სავარძელზე უგონო მდგომარეობაში იპოვეს, როდესაც ტაქსი, რომლითაც ის გადაადგილდებოდა, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა საგზაო მოძრაობის დარღვევის გამო გააჩერეს.

ტაქსის მძღოლის თქმით, მგზავრი მის ავტომობილში კიევის ცენტრში ჩაჯდა, მოგვიანებით კი შეუძლოდ გახდა და აცხადებდა, რომ გულისრევის შეგრძნება ჰქონდა. გავრცელებული ინფორმაციით, ტაქსის მძღოლი გამომძიებლებმა დაკითხეს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, პოლიაკოვი მმართველი პარტიის, „ხალხის მსახურის“ ყოფილი წევრია. ის 2019 წლის ნოემბერში საპარლამენტო ფრაქცია „ხალხის მსახურიდან“ გარიცხეს, რადგან არ ეთანხმებოდა მმართველი გუნდის რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივას. 2019 წლის დეკემბერში კი დეპუტატმა პარტიაც დატოვა. 2020 წლის სექტემბერში პოლიაკოვს თავს დაესხნენ. ეჭვმიტანილი აღმოჩნდა უცნობი, რომელთანაც მას კონფლიქტი მოუვიდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა