გურამ მაჭარაშვილი ჟურნალისტს - თქვენი კითხვიდან, შეიძლება დასკვნა გავაკეთოთ, რომ უკვე იცით, რომ დავიძინებთ, დაახლოებით რა სიზმარს ვნახავთ ამაღამ

ოპოზიციის განცხადებებიდან და თქვენი კითხვიდან გამომდინარე, შეიძლება დასკვნა გავაკეთოთ, რომ უკვე იცით, რომ დავიძინებთ, დაახლოებით რა სიზმარს ვნახავთ ამაღამ,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, ხომ არ არის რეალურად მათი ინიციატივა პარლამენტში „ალმას“ სახელით დარეგისტრირებული საკანონმდებლო ინიციატივა.

მაჭარაშვილის თქმით, მმართველ გუნდს სურს სიძულვილის და ზიზღის ენა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი, რაც შეეხება ამ თემაზე „ალმას“ საკანონმდებლო ინიციატივას, მაჭარაშვილი აცხადებს, რომ რაიმე გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ და ჯერ უნდა განიხილონ.

„ალმას“ საკანონმდებლო წინადადება ჯერ არ განხილულა კომიტეტზე, განვიხილავთ, ვიმსჯელებთ და მივიღებთ გადაწყვეტილებას. თქვენი კითხვა კი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება, ჩვენი ინიციატივაა და ამაზე ითხოვთ კომენტარებს. ნუ დავასწრებთ მოვლენებს. მე ვარ საქართველოს პარლამენტის წევრი, არ არ ვარ "ალმას" წარმომადგენელი, თუ რაიმე კითხვებია, მის მიმართ უნდა იყოს. მე გეუბნებით, რომ ზოგადად ზიზღის ენასთან დაკავშირებით მომხრე ვარ კანონში ცვლილებები შევიდეს, თუმცა, ჯერ არ გვიმსჯელია ამ საკითხზე. "ქართული ოცნების " ინტერესებში შედის, რომ ზიზღის ენა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი და თუ ეს საკანონმდებლო წინადადება ამას უპასუხებს, განვიხილავთ და მივიღებთ გადაწყვეტილებას,“ - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისათვის, დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი გარე რეკლამის გამავრცელებელი კომპანიის “ალმას“ საკანონმდებლო წინადადებას განიხილავს, რომლის საფუძველზეც სიძულვილის ენის შემცველი და აგრესიის გამომწვევი რეკლამის განთავსება აიკრძალება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა